„ლელოს“ უკუღმა მედასავლეთე, სტრატეგიული პარტნიორის მუდამ მორჩილმა ლიდერებმაც ყურად უნდა იღონ აშშ-ის კანონმდებლის მითითება!” – რას წერს გოგა ხაინდრავა

ქართველი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინასთან მიმართებით არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი დეპუტატის ენდი ბიქსის მიერ დევიდ კამერონის მისამართით გაკეთებულ რჩევებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ენდი ბიქსმა კონგრესმენმა არიზონიდან, დევიდ კამერონს უკრაინასთან მიმართებით, რამოდენიმე რჩევა მისცა! (იხ.) ვფიქრობ, ლელოს უკუღმა მედასავლეთე, სტრატეგიული პარტნიორის მუდამ მირჩილმა ლიდერებმაც ყურად უნდა იღონ აშშ-ს კანონმდებლის მითითება! შინ ევროპისკენ!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, ამერიკულ გამოცემა The Hill-ისთვის დაწერილ სტატიაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის თითქმის 60 მილიარდი დოლარი დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებას და კონგრესს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე უარის თქმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერის მიმართ დათმობებზე წასვლის პოლიტიკას შეადარა.

დევიდ კამერონის სიტყვებმა რესპუბლიკელთა ერთი ნაწილი განარისხა. მათ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩიეს, ომის დასრულების მკაფიო ორიენტირების გარეშე შეერთებული შტატებისთვის „ცარიელ ჩეკზე” ხელის მოწერის მოთხოვნის ნაცვლად, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპელებისგან მოეთხოვა სამართლიანი წილის გადახდა ევროპისგან მოეთხოვა.

ენდი ბიგსმა, არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა დეპუტატმა, კამერონის განცხადებას “სასაცილო” უწოდა და დასძინა, რომ მას „ძლიერი ზიზღი აქვს ასეთი უმწიფარი აზრის მიმართ”.

„თქვენ პუტინის დამწყნარებელი ხართ?” – ჰკითხა დიდბრიტანულ ტაბლოიდ dailymail-ის კორესპონდენტმა მემარჯვენე რესპუბლიკელს ჯორჯიის შტატიდან მარჯორი ტეილორ გრინს.

დევიდ კამერონი შეშფოთებული უნდა იყოს ნაცისტებით უკრაინის არმიაში, ბატალიონ „აზოტში”. ჩვენ ყველანი დავიღალეთ აბსურდული სახელების შერქმევით, ეს ვერ მაიძულებს უკრაინის ომის დაფინანსებას. ჩემთვის მართლა სულ ერთია, რას იტყვის იგი. მე ვთვლი, რომ ეს უხეში ლანძღვაა და არ მომწონს ასეთი ენა. „დევიდ კამერონი თავის ქვეყანაზე უნდა წუხდეს და, გულწრფელად რომ გითხრათ, მას შეუძლია მაკოცოს ტრ**ზე”, – უპასუხა გრინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები