“შავ ზღვაში უკრაინელების დიდი წარმატება” – სტოლტენბერგი “ცეზარ კუნიკოვის” ჩაძირვაზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსული დიდი სადესანტო გემის – “ცეზარ კუნიკოვის” ჩაძირვის ინფორმაციას გამოეხმაურა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შავ ზღვაში წარმატებებისთვის შეაქო.

როგორც მან პრესკონფერენციაზე თქვა, „უკრაინელებმა შეძლეს, სერიოზული ზიანი მიეყენებინათ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის“.

“მათ შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დაწევა და საზღვაო დერეფნის გახსნა, ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულის და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა, რუსეთთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალური ხდება. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, კრეატიულობის, უნარების, სიმამაცის შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები