აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლის გამო, 1 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთით, ძლიერი ქარიშხლის შედეგად, ავიაკომპანიებმა 1 000-ზე მეტი ფრენა გააუქმეს. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, უამინდობის გამო, მილიონობით ადამიანს ქუჩაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

FlightAware-ის ცნობით, დილის 7 საათზე EST, 6 902 ფრენა გადაიდო, ხოლო 1 317 გაუქმდა.

გარდა ამისა, მილიონობით ბავშვისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა, რადგან ასობით სკოლამ დახურვის ან გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიუ-იორკში 1 600 სკოლა დაიხურა და გაკვეთილები მხოლოდ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 1,1 მილიონ ბავშვს შეეხება.

ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და სთხოვა, თუ სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები