„გასაკვირი არაფერია“ – კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაზე
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრემლის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია.
მისი თქმით, ის კვლავ გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.
„რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი – ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს.
ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა.
კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩემი და სხვების გაჩუმებას – მაგრამ ეს ასე არ იქნება. პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას“, – წერს კაია კალასი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
Russia's move is nothing surprising.
This is yet more proof that I am doing the right thing – the #EU's strong support to #Ukraine is a success and it hurts Russia. 1/
— Kaja Kallas (@kajakallas) February 13, 2024