რუსებმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი მალა ტოკმაჩკა დაბომბეს, რასაც მოხუცი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი Telegram-ზე იუწყება.
„დღეს შუადღისას რუსმა სამხედროებმა პოლგოვის რაიონში, მალა ტოკმაჩკას დაარტყეს. მტრის თავდასხმას 66 წლის ადგილობრივი მცხოვრები შეეწირა. დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.