ანგარიში: მოსკოვს შეუძლია, მძიმე ტექნიკის დანაკარგებს კიდევ სამი წელი გაუძლოს

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 3000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, რაც მის ომამდელ შესაძლებლობას უდრის. ამავე დროს, მარაგში აქვს დაბალი ხარისხის ჯავშანტექნიკა, რომ მომდევნო წლებში დანაკარგების ანაზღაურება შეძლოს.

ამის შესახებ ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ 2022 წლის შემდეგ დიდი დანაკარგები უკრაინასაც აქვს, თუმცა, დასავლეთის მიწოდებამ მას მარაგების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა, ამავე დროს, ხარისხის გაუმჯობესებაც მოხდა.

„მოსკოვმა ხარისხი რაოდენობაზე გაცვალა, ამოიღო ათასობით ძველი ტანკი, ისეთი სისწრაფით, რომელიც ზოგჯერ თვეში 90 მანქანამდეც იყო”.

რუსეთის მარაგი ნიშნავს, რომ მოსკოვს „შეეძლება – გაუძლოს კიდევ სამი წლის მძიმე დანაკარგებს და ძველი ტანკები დაკარგოს იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ახალი ტექნიკის წარმოებას”,- ნათქვამია მასალაში.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს აქვს 1750 ძირითადი საბრძოლო ტანკი, დაწყებული ათწლეულების წინანდელი T-55-დან, უფრო თანამედროვე T-80-მდე და T-90-მდე. კიდევ 4000 ტანკი ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები