როგორია ლოიდ ოსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა – პენტაგონის შეფასება

FILE PHOTO: US Secretary of Defense Lloyd Austin attends a welcome ceremony before an annual security meeting with South Korean Defence Minister Shin Won-sik at the Defence Ministry in Seoul, South Korea on November 13, 2023. JUNG YEON-JE/Pool via REUTERS/File Photo

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, რომელიც შარდის ბუშტის პრობლემების გამო კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამუშაო პროცესს სამშაბათს, 13 თებერვალს დაუბრუნდება.

ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის მიერ 12 თებერვალს უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმების თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, შარდის ბუშტის პრობლემის მოსაგვარებლად, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ არაქირურგიული პროცედურები ჩაუტარდა.

„ველოდებით, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებული იქნება. მას მთელი ღამის განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით. მისი საავადმყოფოში ხანგრძლივი ყოფნა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ ველით, რომ მინისტრი ხვალ შეძლებს სამსახურში დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი​, ლოიდ ოსტინი შარდის ბუშტის პრობლემების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვირას, 11 თებერვალს მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები