გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს
12 რეკომენდაციაზე არაფერი გაუკეთებიათ საბოტაჟის გარდა და თავიანთი გეგმა ჰქონდათ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილმა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში აღნიშნა, რომ “რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს”.
“ბრიუსელმა უთხრა, ეს თქვენი გეგმა კარგად შეინახეთო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა. ახლაც იგივე იქნება. ასეთი უგუნურება როგორ შეიძლება, როცა 9 რეკომენდაცია აქვს გაცემული ბრიუსელს და შენ შენი რეკომენდაციებით მიდიხარ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას პარლამენტში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიციები უნდა წარმოადგინოს.