ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის რანგში მთავრობის პირველ სხდომას დღეს გამართავს.
განახლებული მთავრობის პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, 11:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძე ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები