“ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ” – დავითაშვილი
ვფიქრობთ, 2027 წლის ბოლოს – 2028 წელს გვექნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი ტვირთები მივიღოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სწორად უნდა გაკეთდეს, ისე რომ მან შეასრულოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ მას ექნება სატრანსპორტო სექტორში და ის ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმ კვლევების საფუძველზე, რომლებშიც ჩართული იყო ყველაზე წამყვანი საექსპორტო კომპანიები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.