უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ტაკერ კარლსონთან პუტინის ინტერვიუ რუსული სპეცოპერაციაა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან რუსული სპეცოპერაციაა, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა.

„ეს სპეცოპერაციაა, რა თქმა უნდა, გავლენის მოხდენის ღონისძიებაა. ეს რუსული ოპერაციაა, რადგან, ფაქტობრივად, ამ ინტერვიუს სამიზნე აუდიტორია არის თავისუფალი სამყარო, დასავლური სამყარო. [ამ ინტერვიუში] ახალი არაფერი გაგვიგია. გეოპოლიტიკური გიჟი, რომელიც საუბრობს რაღაც სისულელეებზე – საერთაშორისო სამართალზე, ისტორიაზე – და წყვეტს რომელი ერი უნდა არსებობდეს და რომელი არა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელეა“, – აღნიშნა იუსოვმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები და რუსეთის ფედერაცია უზარმაზარ ფულს ხარჯავენ დასავლურ აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ეს აუდიტორია მათთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები