აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა
აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან ფრენჩ ჰილი, ჯეისონ კროუ, ებიგეილ სპანბერგერი და ზაკ ნანი.
ცნობისთვის, 31 იანვარს, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი სტუმრობდა.