ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტს გაუგზავნის.
„საოპერაციო მიზეზების გამო და დახმარების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პაკეტის დეტალური შინაარსი, ასევე მიწოდების მეთოდები და დრო არ გახდება საჯარო“, – ნათქვამია ფინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მიმდინარე ომის განმავლობაში, ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ 1,8 მილიარდ ევროს მიაღწია.