“ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები არიან” – ირაკლი კობახიძე

“ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და ირაკლი სესიაშვილი ღირებული კადრები არიან”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი ღირებული კადრები და პროფესიონალები არიან, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი, რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და ამის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები