“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ვგრძნობ” – ირაკლი ჩიქოვანი

“მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს წარდგენისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ჩემი ამოცანა იქნება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი თავდაცვის ძალები იყვნენ სრულად უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასევე, მადლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს. მის პერიოდში და ასევე ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, სამინისტროში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რა გეგმებით უნდა ვიმოქმედოთ.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყო ამ გეგმების აღსრულება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი როლი ეკუთვნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები