“ბრიუსელში გვექნება აქტიური კონსულტაციები, დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგს და 9 პუნქტის შესრულების გეგმას” – ირაკლი კობახიძე
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა. ბრიუსელში ყველა თემასთან დაკავშირებით გვექნება აქტიური კონსულტაციები რაც ეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგს, ასევე, განვიხილავთ 9 პუნქტის შესრულების გეგმას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს.