ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა

“საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა”, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები