როგორია რუსთავში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილი 26 წლის მამაკაცი კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე, კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, – განაცხადა კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია. სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს.