ირაკლი ზარქუა – ნიკა გვარამიას: რაც უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას, ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი

ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედიამანტიას. ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ და, თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას არ გამოუვა.

“რაც  უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას, ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები, კარგად გვახსოვს”, – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები