ზელენსკიმ ზალუჟნის “გმირის წოდება” მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის “გმირის წოდება” მიანიჭა.
„უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხისადმი თავდაუზოგავი სამსახურისთვის გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.
”გმირის წოდება”, ასევე, მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს.
ზალენსკიმ ზალუჟნი დაკავებული თანამდებობიდან 8 თებერვალს მოხსნა და ქვეყნის მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკი დანიშნა.