“უკრაინაში უცხოელი მებრძოლების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში უცხოელი მებრძოლების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა. მისი თმით, პირველ ადგილზე პოლონელები, ხოლო მეორეზე ამერიკელები არიან.
ამის შესახებ მან Fox News-ის ყოფილ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა.
კარლოსნმა პუტინს სთხოვა ამერიკელი სენატორის, ჩაკ შუმერის სიტყვების კომენტირება, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა უკრაინის დაფინანსების გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ამერიკელ სამხედროებს უკრაინის ნაცვლად უკრაინაში ბრძოლა მოუწევთ”.
პუტინის თქმით, ეს არის „იაფი პროვოკაცია“.
ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო „ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების“ კონტექსტშიც ახსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “მოსკოვს დაჰპირდნენ, რომ ამას არ გააკეთებდნენ”.
”2008 წელს ბუქარესტის სამიტზე კი განაცხადეს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა”, – თქვა მან.
ამ გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას კრემლის ლიდერმა თქვა, რომ “გერმანია და საფრანგეთი, ისევე – როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა, წინააღმდეგი იყო“.