“დარწმუნებულები ვართ, მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად გაცილებით მეტს შევძლებთ” – ირაკლი ზარქუა

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად გაცილებით მეტს შევძლებთ, მეტს შევმატებთ ევროინტეგრაციას”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„საქართველოს ჰყავს ძალიან კვალიფიციური, კომპეტენტური, დიდი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო სამართლის მცოდნე, ევროპული კონსტიტუციის ავტორი პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოირჩევა გუნდურობით, კვალიფიციურობით, საქმეების სიღრმისეული ცოდნით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივად, ერთად, მთავრობა და პარლამენტი გაცილებით მეტს შევძლებთ, მეტს შევმატებთ ევროინტეგრაციას“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები