სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი: Საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრს, ჩემს კარგ მეგობარ ირაკლი კობახიძეს
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
„Საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრს, ჩემს კარგ მეგობარ ირაკლი კობახიძეს! განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ!“, – წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელ X-ზე.