ჯოზეფ ბორელი: ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.

“ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს.

მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები