შემოსავლების სამსახური: ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.