“სპეკულაციები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის, არის იმის აღიარება, რომ ისინი გაურბიან არჩევნებს” – რატი იონათამიშვილი
“სპეკულაციები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის, არის იმის აღიარება, რომ ისინი გაურბიან არჩევნებს და არჩევნებში წარმატების იმედი საერთოდ არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„როდესაც კენჭისყრაზე დადგება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მხარდაჭერის მხრივ გახდება ცნობილი, ვის აქვს ინტერესი, რომ ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვის სურს, რომ არჩევნები საერთოდ არ ტარდებოდეს ამ ქვეყანაში. სპეკულაციები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის, არის იმის აღიარება, რომ ისინი გაურბიან არჩევნებს და არჩევნებში წარმატების იმედი საერთოდ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.