გია ვოლსკი: ამიერიდან ვერანაირი მიზეზით ჩვენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვეღარ მოატყუებს დასავლელ პარტნიორებს, რომ თურმე მათ დაძახილზე მთავრობის მეთაური, ან მინისტრები პარლამენტში არ მოდიან

მე ვფიქრობ, რომ ამიერიდან ვერანაირი მიზეზით ჩვენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვეღარ მოატყუებს დასავლელ პარტნიორებს, რომ მათ დაძახილზე თურმე მთავრობის მეთაური, ან მინისტრები [პარლამენტში] არ მოდიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„იცით, რომ მათი მოსვლაც და საქმიანი დისკუსიებიც საკმაოდ ინტენსიური იყო, მაგრამ ეს აყალმაყალში მიმდინარეობდა. ვფიქრობ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს იქნება ის პრივილეგია, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მუშაობის სტილი, რომ მოუსმინოს და პასუხები გასცეს მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები