რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ხელოვნური გაერთიანებებით საზოგადოებას ატყუებენ, ვიცით, როგორ მძიმედ მთავრდება ხოლმე ეს გაერთიანებები
ხელოვნური გაერთიანებებით საზოგადოებას ატყუებს, ვიცით, როგორ მძიმედ მთავრდება ხოლმე ასეთი გაერთიანებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა
ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ასეთი სუსტი ოპოზიცია საქართველოში არ ყოფილა.
„ეს სისუსტე არის დამსახურებული და სამართლიანიც, ვინაიდან ამ ადამიანებმა თავის დროზე გადაწყვიტეს, ოპოზიციაში ჩასდგომოდნენ ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას. საკუთარ შეცდომებზეც თუ ვერ სწავლობენ და სწორი დასკვნები არ გამოაქვთ, მით უარესი მათთვის. ეს კინო ნანახი გვაქვს, ვიცით, როგორ მძიმედ მთავრდება ხოლმე ხელოვნური გაერთიანებები მათთვის, ვინც ამას კადრულობს. ანუ ამ გაერთიანებებით, ფაქტობრივად, საზოგადოებას ატყუებენ, ერთიანდებიან ანგარებით ან დავალებით და არა ღირებულებების ირგვლივ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მაინც კარგი პროცესია, რადგან ქართული პოლიტიკური ველი მსგავსი სუბიექტებისგან გაიწმინდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.