ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაცმულობა დაუწუნა და დღეს საკანონმდებლო უწყებაში ეროვნული სამოსით მოვიდა.

„დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვია და რანაირადო, პაპუაშვილმა მითხრა. რა ვიცი, დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ დაიწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, დაცვისთვის უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე და არც არის სწორი, რომ 150 კაცი სხდომათა დარბაზში ხანჯლით იყოს სწორი, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ, შეიძლება, პაპუაშვილმა მასრები დამიწუნოს, ქამარი, ან ჩოხის კალთა. შარიანი კაცია და ვნახოთ, რას იზამს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები