„საქართველოს რკინიგზა“: ლიანდაგები სრულად გაწმენდილია, სამგზავრო მიმოსვლა ხვალ დილიდან განახლდება

სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო იყო შეჩერებული, ხვალ დილიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები