ბაღდათში მომხდარი სტიქიის გამო, ფესტივალი “ოფროუდ ვარციხე” გაუქმდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ფესტივალი “ოფროუდ ვარციხე” გაუქმებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.
“უმძიმესი ტრაგედიაა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოსთვის.
ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს”, – წერია განცხადებაში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით განვითარებულ მეწყრულ პროცესს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.