ვინ არიან სოფელ ნერგეეთში სტიქიისას დაღუპულები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ სტიქიას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 20 წლის გოგო, ნიაკო რობაქიძეა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.
სტიქიას ემსხვერპლა ბაღდათის მკვიდრი მაია ჩეჩელაშვილიც.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.