ასურეთთან მომხდარ უბედურ შემთხვევას „იმედის“ ოპერატორი და ორი მფრინავი ემსხვერპლა
სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი – მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.
“კვირა” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.