ირაკლი კობახიძე: ვაჟა აზარაშვილმა თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი გარდაცვალების გამო
პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.
ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
ბატონმა ვაჟამ თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში.
სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას”,- წერს კობახიძე.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი – ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.