პაკისტანში საარჩევნო შტაბთან ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, პოლიტიკოს ასფანდ იარ ხან კაკარას ოფისთან ორი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანია დაღუპული, 40-ზე მეტი დაშავებული.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი – Geo იტყობინება.

აფეთქება პაკისტანში საყოველთაო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

როგორც ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმი ამბობს, დაჭრილთაგან დიდ ნაწილი “მძიმე მდგომარეობაში” იმყოფება.

მედია წერს, რომ აფეთქების დროს დამოუკიდებელი კანდიდატი ოფისში არ იმყოფებოდა.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები, რომლის შედეგად მთავრობის ფორმირება მოხდება, 8 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები