ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეოთხე ცხედარია ნაპოვნი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მაშველები 5 დაკარგულს ეძებენ.

„ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე, ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები