უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის რეჟიმი კიდევ 90 დღით – 13 მაისამდე გაახანგრძლივა.

უკრაინის პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

კანონპროექტებს მხარი 450 დეპუტატიდან 335-მა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები