“ოპოზიციაში ვერ შეთანხმდნენ, ვის უნდა წაეყვანა სხდომა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ ამბობს ახლა, რომ ირაკლი კობახიძე არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო” – მამუკა მდინარაძე

„რეალურად, იცით, რაზე ვერ შეთანხმდნენ? ვინ წაიყვანდა სხდომას. სხდომა უნდა წაეყვანა ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, თუ ფრაქციის ხელმძღვანელს, სხვას ვის უნდა წაეყვანა. ჩვენ ვასწავლოთ? რეალურად, ამაზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ ამბობენ ახლა, რომ კობახიძე არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ხვალ დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე მინისტრობის კანდიდატებთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდება.

„დღეს უთქვამთ, ცალკე არ გვხვდება [ირაკლი კობახიძე] „ნაცმოძრაობასო“. ოპოზიციური ჯგუფი იცით, რამდენია ფრაქცია პარლამენტში? – ათი. ცხრა ოპოზიციური ჯგუფია და ერთი ფრაქცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე უნდა ილაპარაკოს თურმე პრემიერობის კანდიდატმა და მინისტრობის კანდიდატებმა ათჯერ. რეგლამენტში წერია, რომ ხვდება ამ ხალხს. იყო შეთავაზება საორგანიზაციო საკითხის იმგვარად, რომ ოპოზიციას შეხვდეს ერთად და უმრავლესობას ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოდიოდა, რომ 12 შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა და ერთი და იგივე ესაუბრა. სპეკულაციური არგუმენტია [რომ არ ხვდება მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“].

რეალურად, იცით, რაზე ვერ შეთანხმდნენ? ვინ წაიყვანდა სხდომას. სხდომა უნდა წაეყვანა ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, თუ ფრაქციის ხელმძღვანელს, სხვას ვის უნდა წაეყვანა. ჩვენ ვასწავლოთ? რეალურად ამაზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ ამბობენ ახლა, რომ არ მოდის ჩვენთან შეხვედრაზეო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები