მამუკა მდინარაძე: მაღალმთიან აჭარაში ორი გარდაცვლილი ადამიანი გვყავს – ვიზიარებთ მწუხარებას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების და მათი ოჯახების მიმართ, ვისზე ინფორმაციაც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მაღალმთიან აჭარაში, როგორც ამ ეტაპზე ვიცით, ორი გარდაცვლილი ადამიანი გვყავს – ერთი, როგორც ცნობილია ჩვენთვის, პოლიციელის თანამშრომელია. როგორც გვეუბნებიან, მან თავისი ოჯახის წევრები გადაარჩინა და სამწუხაროდ თვითონ თავი ვერ დააღწია სტიქიას. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად ბევრი დაზიანებული ობიექტია, დაზარალდნენ ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილებზე ვრცელდება ინფორმაცია. ვიზიარებთ მწუხარებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის, ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები