მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალ დონეზე ფუნქციონირებს.
„საბედნიეროდ, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულფასოვნად და ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს. ეს კარგად გამოჩნდა იმ ფონზე, თუ რამხელა ავანტიურას აარიდა ქვეყანა ამ გახსნილმა საქმემ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება დასრულდა, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ეტაპი, პრევენცია მოხდა სრულფასოვნად და პრაქტიკულად დაზღვევა გაკეთდა, რომ რამე უბედურება არ მოჰყვა ამ ყველაფერს. მაგრამ ახლა გამოძიებას უნდა ვადროოთ, რომ ყველა გარემოება, ყველა საკითხი და განსაკუთრებით ცალკეული ადამიანების მოტივაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.