გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილი თითქმის ერთი წელიწადია, გადასულია რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე

,,სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ბოლო 6 თვე, თითქმის ერთი წელიწადია – ის გადასულია რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ არის.

„ჩვენთვის ეს ადამიანი, ფაქტობრივად, არ არის პრეზიდენტი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს უკვე გახდა რეალობა: სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, თითქმის ერთი წელიწადია გადასული არის რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითაც შეეცდება, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი შეფასებები ამ ადამიანის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები