ირაკლი ბერაია: ჯერ იყო და უკრაინიდან მოხდა სააკაშვილის შემოგზავნა, იცით – რა მიზნით, ახლა უკვე ასაფეთქებელი მოწყობილობები შემოაგზავნეს

როგორც ირკვევა, უნდა ყოფილიყო განხორციელებული თავდასხმები რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ ეს უნდა დაჰბრალებოდა საქართველოს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ბერაიას თქმით, აღნიშნული პროვოკაცია ოკუპანტ რუსეთს ახალი სამხედრო ესკალაციის საშუალებას მისცემდა.

„როგორც ირკვევა, უნდა ყოფილიყო განხორციელებული თავდასხმები რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ ეს უნდა დაჰბრალებოდა საქართველოს და ლოგიკურად ეს ყველაფერი ხელ-ფეხს გაუხსნიდა ოკუპანტ სახელმწიფოს ახალი სამხედრო ესკალაციისთვის და ჩვენს ქვეყანას აქცევდა სამხედრო მოქმედებების სამიზნედ. შემაშფოთებელია და ძალიან ბევრ ძახილის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ფიგურირებს ამაში. ჯერ იყო და უკრაინიდან მოხდა სააკაშვილის შემოგზავნა, იცით რა მიზნით, ახლა უკვე ასაფეთქებელი მოწყობილობები შემოაგზავნეს. ვფიქრობთ, საკმაოდ კარგად დაგეგმილ და პროფესიონალების ჩართვით განხორციელებულ მოქმედებებთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები