გია ვოლსკი – პრეზიდენტზე: მისი ნებისმიერი განცხადება ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ შემაშფოთებელი

მისი ნებისმიერი  განცხადება ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ შემაშფოთებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა

მისი შეფასებით, უსაფუძვლო, მოგონილი სიცრუის ტირაჟირება გახდა დამახასიათებელი პრეზიდენტის განცხადებებისთვის.

„ნებისმიერი მისი [პრეზიდენტის] განცხადება ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ თავისი ინტერესით, პათოსით უპირისპირდება საქართველოს რეალურ ინტერესს – შეინარჩუნოს სტაბილურობა, განავითაროს ეკონომიკა. აბსოლუტურად უსაფუძვლო, მოგონილი სიცრუის ტირაჟირება გახდა დამახასიათებელი მისი განცხადებებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები