მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტის მოხსენებაზე: გამოიყენებს ამ პლატფორმას, რათა კიდევ ერთხელ წაახალისოს ოპოზიცია და პოლარიზაცია ამ ქვეყანაში

სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რადგან მაინცდამაინც ბევრიც არაფერი აქვს მოსათხრობი ამ მიმართულებით,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტი დღევანდელ გამოსვლას იმისთვის გამოიყენებს, რომ კიდევ ერთხელ წაახალისოს ოპოზიცია და პოლარიზაცია.

“აქვს საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული უფლებამოსილებების თაობაზე დავა გააჩაღა და ამას მოჰყვა კონკრეტული პრობლემები. უფრო მეტად რაც მოსალოდნელია, კვლავ გამოიყენებს ამ პლატფორმას [პარლამენტს] ზურაბიშვილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ფორმით წაახალისოს ოპოზიცია და პოლარიზაცია ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები