ევროკომისია უახლოეს დღეებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის სპეციალური ფონდის შექმნას განიხილავს

ევროკომისია იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის სპეციალური ფონდის შექმნას დათანხმდებიან.

„ევროკავშირის წევრებს მოუწევთ დეტალური შემუშავება [სპეციალური ფონდის შექმნა], რასაც იმედი მაქვს დიდი დრო არ დასჭირდება. ამიტომ, ბრიუსელში ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ შეთანხმდებიან უახლოეს დღეებში და რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ.

მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების მიწოდების საკითხი გასულ კვირას მინიმუმ სამჯერ განიხილეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრების, ევროკავშირის სამიტის ლიდერების და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები