ყაზახეთის მთავრობა გადააყენეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა რესპუბლიკის მთავრობა გადააყენა.

ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა გამოაცხადა და ხელმოწერილი განკარგულება გამოაქვეყნა.

ალიხან სმილოვის მთავრობის გადაყენების მიზეზი დაზუსტებული არ არის. ის მოვალეობას 2022 წლის იანვრიდან ასრულებდა. თუმცა, „კაზინფორმი“ წერს, რომ სმაილოვი არაერთი კრიტიკის სამიზნე გახდა, რომელიც დაკავშირებული იყო გათბობის პრობლემებთან; მაღაროში 4 მსხვილი ავარიისა და ხანძრების გამო, რომლებსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რომან სკლიარი დაინიშნა, რომელიც მთავრობის მეთაურის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტი მეჟილისს (პარლამენტს) პრემიერმინისტრის კანდიდატურას წარუდგენს და მხარდაჭერის შემთხვევაში მას თანამდებობაზე ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები