საჩხერის მერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი მოხვის, ცხომარეთისა და ქვემოხევის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული პროექტები დაასახელეს და ხმათა უმრავლესობით ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიეს.
სოფელი მოხვის მოსახლეობამ, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო სივრცის გაკეთება გადაწყვიტეს; ცხომარეთის მაცხოვრებლებმა სანიაღვრეების მოწყობა, ხოლო ქვემოხევის მოსახლეობამ სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობას დაუჭირეს მხარი.
შეხვედრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვიმმთართველობა მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალ სოფელ ბაჯითსა და სარეკში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები