ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მუნიციაპალიტეტში არსებული მდგომარეობის, დიდთოვლობის შედეგად წარმოშობილი გამოწვევებისა და გასატარებელ ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინტენსიური თოვის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ასევე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია შესაბამისი სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა მინიმმუმამდე იქნას დაყვანილი დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული შეფერხებები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რის გამოც, მერის დავალებით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მიმდინარე საბიუჯეტო წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სამუშაოების დროულად შესყიდვას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ მოსალეობის ინფორმირებას და ჩართულობას.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები