რატი ბრეგაძე: იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის ახალგახსნილ ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებები

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის ახაგახსნილ ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებები. მოგეხსენებათ,  ესბაზაც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთობლივად გავხსენით, და ის სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს როგორც საქართველოში, ისერეგიონის მასშტაბით”, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

სააკაძის სასწავლო ბაზა, რომელიც 2023 წლისნოემბერში გაიხსნა,  რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით.  ბაზაზე შესაძლებელია უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.

ცენტრი ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები