„გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
5 თებერვალს 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია/ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, რელიგია.
მისამართი: მ. კოსტავას №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული.